00:03 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-23 22:22:50, 1265 ნახვა

მსოფლიო
აზერბაიჯანი სომხეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების ინიციატივით გამოვიდა

"სომხეთს სანქციები უნდა დაუწესდეს, თუ ის არ შეასრულებს რეზოლუციის პირობებს" - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა სტამბოლში, მსოფლიოს ჰუმანიტარულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ალიევმა აღნიშნა, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებული გაეროს 4 რეზოლუცია კვლავ შეუსრულებელია.

სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ სომხეთი კვლავ განაგრძობს შეტევების განხორციელებას მშვიდობიან მოსახლეობაზე. ალიევის განცხადებით, სომხების დაბომბვების შედეგად იღუპებიან ადამიანები, დანგრეულია 500-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი.

“სომხები იერიშების განხორციელებისას აკრძალულ იარაღს, მათ შორის ფოსფორის ნაღმებს იყენებდნენ, რაც დოკუმენტურად არის ასახული.”– განაცხადა ალიევმა.

მისივე განცხადებით, 20 წელზე მეტია რაც სომხეთი აზერბაიჯანელების ეთნიკურ წმენდას და გენოციდს ახორციელებს.

“20 წელზე მეტია, რაც სომხეთი აზერბაიჯანელების ეთნიკურ წმენდასა და გენოციდს ახორციელებს. მილიონზე მეტი აზერბაიჯანელი იძულებით გადაადგილებულ პირად ითვლება.” - აღნიშნა პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics