00:04 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-20 13:16:15, 1204 ნახვა

მსოფლიო
სალაჰ აბდესლამი პარიზის სასამართლოში დასაკითხად პირველად მიიყვანეს

პარიზის ტერაქტების მთავარი ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი პარიზის სასამართლოში დასაკითხად პირველად მიიყვანეს, - ამის შესახებ Reuters იუწყება.

მედიის ინფორმაციით, პარიზიდან 30 კილომეტრში მდებარე ფლერი-მეროჟის ციხიდან სასამართლოში აბდესლამი გაძლიერებული დაცვის თანხლებით გადაიყვანეს.

როგორც აბდესლამის ადვოკატმა ფრანკ ბერტონმა განაცხადა, დაკითხვა სავარაუდოდ მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

გამოძიება მიიჩნევს, რომ აბდესლამი 2015 წლის 13 ნოებრის პარიზის ტერაქტების ერთ-ერთი ორგანიზატორია. ცნობისთვის, თავდასხმების სერიას საფრანგეთის დედაქალაქში 130 ადამიანი ემსხვერპლა

ბელგიიდან საფრანგეთში სალაჰ აბდესლამის ექსტრადირება აპრილის ბოლოს განხორციელდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მისი გადაცემის ოპერაცია საიდუმლო ვითარებაში, გვიან ღამით ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ აბდესლამი 18 მარტს ბრიუსელის გარეუბანში დააკავეს. მისი დაკავებიდან 4 დღეში ბელგიის დედაქალაქის აეროპორტსა და მეტროპოლიტენში აფეთქებების სერია განხორციელდა. ტერაქტს 32 ადამიანი ემსხვერპლა. 

აბდესლამის ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა თავდასხმების მზადების შესახებ არაფერი იცოდა.

აბდესლამთან ერთად, პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილი კიდევ 4 ადამიანია დაკავებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics