00:04 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-19 18:17:57, 1204 ნახვა

მსოფლიო
ავიაკომპანია EgyptAir-ის კუთვნილი ლაინერის ფრაგმენტები აღმოაჩინეს

ხმელთაშუა ზღვაში ავიაკომპანია EgyptAir-ის კუთვნილი ლაინერის, A320-ის შესაძლო ფრაგმენტები აღმოაჩინეს, - ამის შესახებ Reuters ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, EgyptAir-ის გაუჩინარების ადგილიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 80 კილომეტრში ორი ობიექტი აღმოაჩინეს, რომლებიც შესაძლოა, ავიალაინერის ნამტვრევები იყოს.

სააგნეტოს ცნობით, ნამტვრევები საბერძნეთის შიარაღებულმა ძალებმა აღმოაჩინეს..

ბოლო რამდენიმე საათია, ხმელთაშუა ზღვაში სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის მინისტრის შერიფ ფატჰიმ განაცხადა, რომლის ტანახმადაც რეის MS804-ის გაუჩინარებაში ტერაქტის ალბათობა უფრო დიდია, ვიდრე ტექნიკური გაუმართაობის.

საფრანგეთის ხელისუფლებას, საიდანაც თვითმფრინავი რეის ასრულებდა, მომხდარის შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც პარიზიდან კაიროში მიემგზავრებოდა, 66 ადამიანი იმყოფებოდა, კერძოდ კი 56 მგზავრი, რომელთა შორის 3 ბავშვია და ეკიპაჟის 10 წევრი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics