00:04 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-19 11:14:30, 1278 ნახვა

მსოფლიო
კუნძულ გუამზე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე B-52-ის ტიპის ბომბდამშენი ჩამოვარდა

კუნძულ გუამზე აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ბაზაზე  B-52-ის ტიპის ბომბდამშენი ჩამოვარდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედიის ინფორმაციით, სამხედრო თვითმფრინავის ბორტზე ეკიპაჟის შვიდი წევრი იმყოფებოდა. აშშ-ის შიარაღებული ძალების განცხადებით, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

ბომბდამშენს ჩამოვარდნის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა. B-52-ის ტიპის თვითმფრინავი წყნარ ოკეანეში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე ჩრდილოეთ დაკოტადან გაგზავნეს.

B-52-ის ტიპის ბომბდამშენებს აშშ-ის შეიარაღებული ძალები უკვე 60 წელია იყენებენ. თვითმფრინავები გამოიყენებოდა ვიეტნამისა და ავღანეთის ომების დროს.

2008 წელს გუამის სამხედრო ბაზაზე ამავე ტიპის ბომბდამშენმა განიცადა კატასტროფა. მაშინ თვითმფრინავი ოკეანეში ჩავარდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის ექვსივე წევრი დიღუპა.

ცნობისთვის კუნძული გუამი, წყნარი ოკენის დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. კუნძული აშშ-ის შემადგენლობაშია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics