23:51 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-13 11:41:23, 987 ნახვა

მსოფლიო
სირიაში "ჰეზბოლას" ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

სირიაში ლიბანური შიიტური დაჯგუფება "ჰეზბოლას" ერთ-ერთი ლიდერი მუსტაფა ამირ ბადრედინი მოკლეს, - ამის შესახებ BBC იუწყება. 

როგორც მედია საშუალება წერს, ინფორმაციას ამის შესახებ თავად დაჯგუფება ადასტურებს. "ჰეზბოლას" ინფორმაციით, ბადრედინი ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ სირიაზე განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა.

ისრაელის მედიის ცნობით, საჰაერო დარტყმა მიმდინარე კვირის დასაწყისში დამასკოს აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდა, თუმცა ისრაელის ხელისუფლებას, გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, 55 წლის მუსტაფა ამირ ბადრედინი "ჰეზბოლას" კონტრდაზვერვის ხელმძღვანელად მიიჩნეოდა. ის რადიკალური შიიტური მოძრაობის მეორე პირი იყო ჰასან ნასრალას შემდეგ.

მუსტაფა ბადრედინი იძებნებოდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ სამხედრო დანაშაულებისთვის და 2005 წელს ლიბანის ყოფილი პრემიერ-მინისტრის რაფიკ ჰარირის მკვლელობის ორგანიზებისთვის.

ბადრედინი "ჰეზბოლას" წევრი 1982 წლიდან იყო. ის არაერთი მსხვილი ტერაქტის ორგანიზატორად მიიჩნევა. სირიის კონფლიქტის დროს ბადრედინი სირიაში "ჰეზბოლას" ქვედანაყოფებს მეთაურობდა.

"ჰეზბოლა" მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მიერ, მათ შორის აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის, ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics