2015-02-21 16:59:51, 375 ნახვა
სამართალი
აგარა-გომის მონაკვეთზე მომხდარი ავარიის შედეგად ორი მცირეწლოვანი ბავშვი და დედა დაიღუპა
აგარა-გომის მონაკვეთზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად ორი მცირეწლოვანი ბავშვი და დედა დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, თბილისიდან ახალციხის მიმართულებით მიმავალი მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეშვიდე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან