2016-04-21 16:17:18, 1145 ნახვა
მსოფლიო
ბრიუსელის ტერაქტში ბრალდებული აეროპორტში მუშაობდა
ბრიუსელის თავდასხმების ერთ-ერთი მონაწილე ნაჯიმ ლახრაუი 5 წლის განმავლობაში უშუალოდ ტერაქტის ადგილას, აეროპორტში მუშაობდა.
ბელგიური მედიის ცნობით, 2012 წლამდე ის ერთ-ერთი საშუამავლო ფირმის თანამშრომელი იყო, 2013 წელს კი სირიაში საბრძოლველად წავიდა.
ცნობილია ისიც, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნაჯიმ ლახრაუი ევროპარლამენტის დასუფთავების სამსახურშიც მუშაობდა.
შეგახსენებთ, რომ ტერაქტების სერია მან, ძმებ ბაქრაუებთან ერთად, ბელგიის დედაქალაქში 22 მარტს მოაწყო. ლახრაუიმ თავი ბრიუსელის ნაციონალურ აეროპორტში აიფეთქა. თავდასხმებს, სულ 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან