18:23 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-15 18:17:06, 1030 ნახვა

მსოფლიო
ავღანეთის სამხედრო ძალებმა “ისლამური სახელმწიფოს” 40 მებრძოლი მოკლეს

ავღანეთის სამხედრო ძალებმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში “ისლამური სახელმწიფოს” 40 მებრძოლი მოკლეს, - ამის შესახებ დასავლური მედია წერს.

როგორც მედია საშუალება, შეიარაღებული ძალების წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, საჰაერო თავდასხმა ნანგარჰარის პროვინციაში განხორციელდა.

ავიაიერიშის შედეგად ტერორისტებს შორის ასევე დაშავებულებიც არიან. ნანგარჰარის პროვინციის გუბერნატორის თქმით, ავიადარტყმები მაშინ განხორციელდა, როდესაც “ისლამური სახელმწიფოს” წევრები შეხვედრას მართავდნენ.

ტერორისტულმა დაჯგუფებამ "ისლამურმა სახელმწიფომ" ავღანეთის ნანგარჰარის პროვინციაში თავისი პოზიციები მნიშვნელოვნად გააძლიერა.

აღნიშნულ რაიონში "ისლამურ სახელმწიფოსა" და "თალიბანს" შორის ინტენსიური შეტაკებები მიმდინარეობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics