2015-02-19 14:37:10, 730 ნახვა
მსოფლიო
დღეს „ნორმანდიული ოთხეულის“ სატელეფონო საუბარი გაიმართება
აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით, დღეს „ნორმანდიული ოთხეულის“ სატელეფონო საუბარი გაიმართება.
ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
„ბი-ბი-სი“-ის ინფორმაციით, „ნორმანდიული ოთხეულის“ სატელეფონო საუბარი დონბასში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების განხორციელებას შეეხება.
შეგახსენებთ, რომ მინსკში მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, პრორუს მებრძოლებს და უკრაინელ სამხედროებს შორის საბრძოლო მოქმედებები არ წყდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან