03:34 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-19 13:17:16, 582 ნახვა

სამართალი
ირაკლი შოთაძე: იური ვაზაგაშვილის აფეთქების ადგილზე, სხვა დნმ-ის კვალიც აღმოჩნდა

„იმ ადგილზე სადაც იური ვაზაგაშვილის ააფეთქეს, სხვა დნმ-ის კვალიც აღმოჩნდა“,-ამის შესახებ მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

შოთაძის თქმით, აღმოჩენილი კვალის იდენტიფიცირება ჯერ არ მომხდარა.

„გაცილებით ადრე იყო საქართველოს პროკურატურისთვის  ცნობილი, რომ შემთხვევის ადგილზე ასაფეთქეებლი მოწყობილობის  ნაწილზე აღმოჩნა დნმ-ის კვალი. ეს ხდებოდა გაცილებით ადრე, გამოძიებამ თავიდანვე იცოდა, რომ დნმ-ის კვალი იქნა აღმოჩენილი. ვისი კვალი იყო ეს არ ვიცოდით, ამ მიმართულებით  ჩატარდა არაერთი საგამოძიებო ოპერატიული ღონისძიება სოსანაშვილამდე.  სოსანაშვილამდე შემოწმებულნი იქნენ სხვა მოქალაქეებიც  დნმ-ის შესაბამისობაზე და როცა ამბობენ, რომ დნმ-ის კვალი ჩავდეთ , ეს სასაცილოა. ამ პროცესს ათობით ადამიანი ექსპერტები, კრიმინალიტები, გამომძიებლები, ვაზაგაშვილის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. საფლავზე დათვალიერებისას აღმოჩენილია სხვა დნმ-ის კვალიც, გამოძიება გრძელდება“,-განაცხადა ირაკლი შოთაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics