23:46 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-30 17:46:45, 559 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს ბანკი, როგორც ბიზნესის მთავარი პარტნიორი, აგრძელებს ბიზნესების გაძლიერებასა და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას.  ამჯერად, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და SavvY-ს ინიციატივით, ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საკვები და სასმელი პროდუქციის საერთაშორისო გამოფენა Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა და B2B შეხვედრები გამართეს.

ქართული ექსპორტიორი კომპანიები მონაწილეობდნენ წინასწარ ორგანიზებულ ინდივიდუალურ B2B შეხვედრებში პოტენციურ საერთაშორისო პარტნიორებთან. ღონისძიების განმავლობაში კომპანიებს შესაძლებლობა ჰქონდათ, უშუალოდ წარედგინათ საკუთარი პროდუქცია საერთაშორისო შემსყიდველებისთვის, დაემყარებინათ ახალი საქმიანი კონტაქტები და გაეფართოებინათ პარტნიორული ქსელი, რაც ქართული პროდუქციის საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტის ზრდას შეუწყობს ხელს.

ინფორმაციისთვის, Gulfood Dubai მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საკვები და სასმელი პროდუქციის საერთაშორისო გამოფენაა, რომელიც აერთიანებს მწარმოებლებს, დისტრიბუტორებსა და შემსყიდველებს მთელი მსოფლიოდან. გამოფენა ყოველწლიურად იმართება არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში და კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, წარადგინონ თავიანთი პროდუქცია, მოიძიონ ახალი პარტნიორები და გაეცნონ საბაზრო ტენდენციებს.

„ჩვენი მიზანია, ბიზნესებს არამხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა გავუწიოთ, არამედ მათთვის რეალური განვითარების შესაძლებლობები შევქმნათ. საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა, როგორიცაა Gulfood Dubai, ჩვენს პარტნიორ ბიზნესებს ახალი ბაზრების ათვისებაში, ექსპორტის ზრდაში, პარტნიორული ქსელების გაფართოებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდაში ეხმარება. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის აგრობიზნესის განვითარების მენეჯერმა, ვახტანგ სილაგაძემ.

„Gulfood 2026-ში მონაწილეობა ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია საერთაშორისო ბაზრებზე პოზიციონირების მიმართულებით. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, შევძელით პოტენციურ პარტნიორებთან უშუალო კომუნიკაცია და ჩვენი პროდუქციის სწორი აუდიტორიისთვის წარდგენა, რაც ექსპორტის ზრდის მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნის“. - განაცხადა ვლადიმერ სავანელმა, სავანელი ჯგუფის დამფუძნებელმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics