2016-03-28 16:34:27, 792 ნახვა
კომენტარი
აგულაშვილი: ჯერჯერობით ვმუშაობ, პრემიერი თუ გამათავისუფლებს, წავალ
რესპუბლიკურ პარტიაში განმარტავენ, რომ კოალიციის დატოვებს შესახებ საკითხი არ განუხილავთ.
როგორც გარემოს დაცვის მინისტრი ამბობს, რესპუბლიკელები მინისტრების პოსტების დატოვებას არ აპირებენ.
„სანამ მე ვარ აქ, სანამ პრემიერ=მინისტრი გადაწყვეტს სხვანაირად, მაგალითად მთავრობის ახალი შემადგენლობის დაკომპლექტებას, მე შევასრულებ ჩემს ვალდებულებებს. ჯერჯერობით, ხედავთ, რომ ვმუშაობ, პრემიერი თუ გამათავისუფლებს, წავალ,“ - აღნიშნა გიგლა აგულაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან