2025-05-30 11:00:20, 1019 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - გერმანიასთან „ტაურუსის“ ტიპის რაკეტების შესახებ დიალოგი გრძელდება
გერმანიასთან „ტაურუსის“ ტიპის რაკეტების შესახებ დიალოგი გრძელდება, მაგრამ არა საჯაროდ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით. არსებობს გარკვეული თემები, რომლებზეც მე და გერმანიის კანცლერი შევთანხმდით, რომ საჯაროდ არ განვიხილავდით. მას დავპირდი და პირობას ვიცავ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საკითხთან დაკავშირებით განხილვა მიმდინარეობს.
თავის მხრივ, გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის „ტაურუსის“ ტიპის რაკეტების გადაცემას არ გამორიცხავს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,