21:25 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 11:40:25, 724 ნახვა

კომენტარი
კალაძე: თუ ერთ დღეს კოალიცია აღარ იქნება, შესაძლოა, დემოკრატიის განვითარებისთვის მომგებიანიც იყოს

ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახი კალაძის განცხადებით,  არც პოლიტსაბჭოზე და არ გუნდის შიგნით კოალიციის დაშლაზე  საუბარი არ ყოფილა.

ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც: “ ზურაბ ტყემალაძეს ჰქონდა ინიციატივა, რომ გავიდეს ყველა  პოლიტიკური სუბიექტი კოალიციიდან და 5%-იანი ბარიერის გადალახვის შემდეგ, პარლამენტში შექმნან ახალი კოალიცია. ხომ არ კეთდება ღია მინიშნებები, რომ კოალიცია იშლება?“

„ვერ გეტყვით, ამაზე საუბარი არ ყოფილა არც პოლიტსაბჭოზე  და  არც გუნდის შიგნით. შესაბამისად, ასეთი საკითხები განიხილება კოალიციურ რეჟიმში“,-განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე-მიგაჩნიათ, რომ უნდა დაიშალოს კოიალიცა, ვიცე-პრემიერმა ასე უპასუხა:

„არვიცი, ვნახოთ, ჯერ ადრეა  ამაზე საუაბრი, თუმცა ტრაგედია ამაში არაფერია. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ კოალიციაში გაწევრიანებულია სხვადასხვა მსოფლმხედველობის  პარტიები.  ასე რომ, თუ ერთ მშვენიერ დღეს მოხდება და კოალიცია არ იქნება, ამაში ტრაგედია არაფერია, პირიქით, ვფიქრობ, დემოკრატიის განვითარებისთვის ეს კიდევ შეიძლება  მომგებიანი და მნიშვნელოვანი იყოს“,-განაცხადა კალაძემ და დასძინა, რომ მიესალმება, თუკი კოალიცია არჩევნებზე ერთობლივად წარდგება.

„შეიძლება,  ვიღაცა დაგვემატოს.  ესეც არაა გამორიცხული. მივესალმები ისევ ერთობას“,-აღნიშნა კახი კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
12-13 აპრილს თბილისის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები იმოძრავებენ
ბიძინა ივანიშვილმა ილჰამ ალიევი ბიზნესცენტრში მიიღო
მდინარაძის ქონებრივი დეკლარაციები დამალეს და აღარ იძებნება
27-ე ბიბლიოთეკა გორის N3 საჯარო სკოლაში გაიხსნა - BOG, განათლების მთავარი მხარდამჭერი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics