2016-03-07 18:28:13, 742 ნახვა
სხვადასხვა
კერესელიძის ქუჩაზე ქვაფენილის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
მთაწმინდის რაიონის გამგებელმა გელა არჩვაძემ საკრებულოს დეპუტატ ჯაბა ჯიშკარიანთან ერთად, კერესელიძის ქუჩაზე მიმდინარე ქვაფენილიანი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
აღნიშნულ მისამართზე 500 კვ. მეტრი დაზიანებული ქვაფენილი იცვლება, შეკეთდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან გამოყოფილია 65 000 ლარი.
მიმდინარე წლის განმავლობაში, ქვაფენილის აღდგენა-რეაბილიტაციის სამუშაოების ჩატარება იგეგმება 6 მისამართზე, აქედან ორ მისამართზე, მთაწმინდისა და ნიაღვრის ქუჩებზე, სავალი ნაწილი კაპიტალურად შეკეთდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან