17:15 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-13 14:20:10, 366 ნახვა

პოლიტიკა
ეკა ბესელია: ერთმანეთს საჯაროდ, კამერებით არ უნდა ვესაუბროთ

ჩვენ ერთმანეთს კამერებითა და საჯაროდ არ უნდა ვესაუბროთ, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით დავით საგანელიძის მიმართ უმრავლესობის წევრების  პრეტენზიებს.

"ჩვენ ერთმანეთს არ უნდა ვესაუბროთ კამერებით და საჯაროდ.ამისთვის შეგვიძლია ყოველდღიურ რეჟიმში დავსხდეთ და ვიმსჯელოთ. ბევრი საკითხია, რომელზეც გუნდის შიგნით გვექნება საუბარი. ყველა ერთ აზრზე არ იქნება, მაგრამ ამაზე შეგვიძლია ვისაუბროთ სხვადასხვა ფორმატში შეხვედრების დროს",-განაცხადა ეკა ბესელიამ.

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკიმ კი განაცხადა, რომ უმრავლესობასთან მეტი ურთიერთობა და კომუნიკაცია იყო საჭირო.

"მეტი ურთიერთობა და კომუნიკაცია იყო საჭირო. ალბათ იმან განაპირობა, რომ გარკვეული პერიოდები დეპუტატები აქ არ იყვნენ.  სხდომაც ისე ჩატარდა,  რომ მე საქართველოში  არ ვიყავი",-განაცხადა გია ვოლსკიმ.

სამ საათზე კოალიციის ცენტრალურ ოფისში  სხდომაა დანიშნული. სხდომაზე ამ თემასაც განიხილავენ.

ცნობისთვის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის შერჩევის პროცესთან დაკავშირებით, გუშინ  საპარლამენტო უმრავლესობის 19-მა დეპუტატმა განცხადება გაავრცელა. ისინი პრეზიდენტ მარგველაშვილთან კონსულტაციების შედეგად შეჯერებულ კრიტერიუმებს აპროტესტებენ და მიიჩნევენ, რომ  კანდიდატურის არაკონსტიტუციური კრიტერიუმით შერჩევა ხდება. ამასთან, მათივე მტკიცებით, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატთა შერჩევის დამატებითი კრიტერიუმები უმრავლესობის ფარგლებში არც განხილული და არც შეთანხმებული არ ყოფილა.

" უმრავლესობის წევრები ამის შესახებ პოსტ-ფაქტუმ ვიგებთ",-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics