13:44 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-13 11:07:37, 754 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი ამ ეტაპზე რუსეთს ახალ სანქციებს აღარ დაუწესებს

ევროკავშირი რუსეთს ახალ სანქციებს აღარ დაუწესებს, თუმცა ბრიუსელის მინისტერიალზე მიღებული დამატებითი სანქციები ძალაში დარჩება,-ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა.
"ჩვენ არ განგვიხილავს რაიმე ახალი სანქციები. თუმცა, არც ევროკავშირის მინისტერიალზე მიღებული სანქციების გადადების გადაწყვეტილება მიგვიღია. დარწმუნებული ვართ , რომ ეს ზეწოლა რუსეთს მინსკის შეთანხმებით აღებული ვალედებულებების შესრულებას აიძულებს. ამის დიდი იმედი გვაქვს",-განაცხადა დონალდ ტუსკმა.
ცნობისთვის, მინსკში ნორმანდიული ოთხეულის შეხვედრა 16 საათზე მეტხანს დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. მასში მონაწილეობა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა, უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო. მოლაპარაკების შედეგად დადგინდა, რომ საომარი მოქმედების პირველი ხაზიდან როგორც სეპარატისტების, ასევე უკრაინული არმიის მძიმე ტექნიკა გაყვანილი იქნება და 15 თებერვალს 12 საათიდან  ცეცხლი შეწყდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics