01:59 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-06-17 12:43:51, 989 ნახვა

სპორტი
დანიელმა ფეხბურთელმა ერიქსენმა, რომელიც გულის გაჩერებას გადაურჩა, ევრო 2024-ზე გოლი გაიტანა

დანიელმა ნახევარმცველმა კრისტიან ერიქსენმა, რომელსაც წინა ევროპის ჩემპიონატზე გულის გაჩერება დაემართა, ევროს დაუბრუნდა და დანიელების ტურნირის პირველ მატჩში გოლი გაიტანა.

ერიქსენმა სლოვენიას მატჩის მე-17 წუთზე გოლი გაუტანა. როგორც ევროპის სპორტული გამოცემები აღნიშნავენ, ეს მოხდა ზუსტად 1100 დღის შემდეგ, რაც ფეხბურთელს გულის გაჩერება დაემართა.

ერიქსენმა გონება დაკარგა ევრო 2020-ზე დანიის პირველი მატჩის დროს (კოვიდის გამო, ჩემპიონატი ერთი წლის შემდეგ გაიმართა) 2021 წლის 12 ივნისს. ინციდენტი ფინეთთან მატჩის პირველი ტაიმის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა.

მატჩი შეწყდა, დანიელი ფეხბურთელი დეფიბრილატორის გამოყენებით გამოცოცხლდა და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. თავად ერიქსენმა მოგვიანებით BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ მან "ამ სამყაროდან ხუთი წუთით დატოვა".

მატჩი ერთი საათის შემდეგ განახლდა და ფინეთმა 1:0 მოიგო. უეფასა და დანიის მთავარი მწვრთნელი კასპერ იულმანი ამტკიცებდა, რომ თამაშის გაგრძელების გადაწყვეტილება ორივე გუნდმა მიიღო.

კრისტიან ერიქსენმა კარდიოსტიმულატორი დააინსტალირა და სპორტს 2022 წელს დაუბრუნდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics