12:48 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-04-24 17:42:58, 451 ნახვა

რეგიონი
სსიპ ვახტანგ პაპუნიძის დაბა ქედის საჯარო სკოლაში, „ეტალონის“ პრინციპებზე დაყრდნობილი ფორმატის ღონისძიება-კონკურსი „ეტალონის გუნდური ჩემპიონატი“ გაიმართა

სსიპ ვახტანგ პაპუნიძის დაბა ქედის საჯარო სკოლაში „ეტალონის" პრინციპებზე დაყრდნობილი ფორმატის ღონისძიება-კონკურსი „ეტალონის გუნდური ჩემპიონატი" გაიმართა, რომელშიც მუციპალიტეტის საჯარო სკოლების მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული 18 გუნდი მონაწილეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ქედის მერიის ცნობით, „ეტალონის გუნდური ჩემპიონატის" მიზანია მოსწავლეების წახალისება და მოტივაციის ამაღლება.

"I, II, III ადგილზე გასულ გუნდებს ფულადი ჯილდო და დიპლომები, ხოლო მონაწილეებს სიგელები გადაეცათ.

I ადგილი - ხარაულის საჯარო სკოლა; II ადგილი - უჩხითის საჯარო სკოლა; III ადგილი - ოქტომბრის საჯარო სკოლა.

პროექტ ,,ეტალონის" წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა 26 მაისს პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები, საქართველოს 100 000 ოჯახის ყოველწლიური ბედნიერების პროექტის პრეზენტაციაზე მიიწვია.

ღონისძიება განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის ახალგაზრდულ საკითხთა და ძეგლთა დაცვის სამსახურის, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნაცემი ბავშვის გარდაცვალების საქმეზე ოკუპირებულ აფხაზეთში დეიდა დააკავეს
მეუფე იაკობი: ომში რომ არ ვართ, ღმერთის საჩუქარია
HRW: ევროსაბჭოს ქვეყნებმა უნდა გამოიძიონ, როგორ მოექცა საქართველო აფგან სადიგოვს
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics