2023-10-03 15:03:25, 1013 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე ბრაზილიის ელჩს შეხვდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბრაზილიის ელჩს საქართველოში, ოსვალდო ბიატო ჯუნიორს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას წარის მთავრობა ავრცელებს.
აჭარის მთავრობის ცნობით, თორნიკე რიჟვაძე მიესალმა ელჩის პირველ ვიზიტს აჭარის რეგიონში და თანამშრომლობის გაფართოებისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
"შეხვედრაზე გამოითქვა პარტნიორობის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით თანამშრომლობის მზაობა როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში.
ბათუმში შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ბრაზილიის საელჩომ საქართველოში მონაწილეობა პირველად მიიღო",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),