16:25 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-18 16:26:17, 1069 ნახვა

რეგიონი
აჭარის რეკლამა თბილისის მეტროსადგურებში, გაჩერებებსა და რადიოსადგურებში

შიდა ტურიზმის სტიმულირების სარეკლამო კამპანია „გამომყევი აჭარაში“ აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, კამპანიის ფარგლებში აჭარის ტურისტული ადგილებისა და მიმართულებების შესახებ სოციალურ ქსელებში გამოქვეყნებულ კონტენს 20 მილიონზე მეტი წვდომა აქვს. ამ ეტაპზე, პროექტში 50-მდე მონაწილეა რეგისტრირებული. პროექტის მიმდინარეობის, მონაწილეებისა და მასში რეგისტრაციის შესახებ ინფორმაციის მიღება followajara.com- -ზეა შესაძლებელი.

„სარეკლამო კამპანია „გამომყევი აჭარაში“ აგვისტოში დაიწყო და 15 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ის ქართველ ბლოგერებს, მოგზაურებს, ინფლუენსერებს, ფოტოგრაფ/ვიდეოგრაფებს, ცნობილ სახეებს საშუალებას აძლევს იმოგზაურონ აჭარაში და მოიგონ კამპანიის მთავარი პრიზი 100, 000 ლარი. კამპანიის მიზანი აჭარის, როგორც მიმზიდველი, მრავალფეროვანი ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქართველი ბლოგერ/ ინფლუენსერების ჩართულობით შიდა ტურიზმის სტიმულირებაა.

წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა შიდა ტურისტების რეგიონში მოზიდვის მიზნით ასევე აქტიური სარეკლამო კამპანია აწარმოა პოპულარულ რადიოსადგურებში, რომელთა ეთერებშიც რეგიონში მოგზაურობის მასტიმულირებელი აუდიორგოლები მთელი ზაფხულის განმავლობაში ტრიალებდა. აჭარის ტურისტული ადგილების საიმიჯო ფოტოებით იყო დაბრენდილი თბილისის ცენტრალური მეტროსადგურები, ავტობუსის გაჩერებები და ბილბორდებიც“,- აღნიშნულია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ბუშის ინსტიტუტის დირექტორი: ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების მოხსნა ნაკლებად სავარაუდოა
2025 წელს საქართველოში გაზის გაჟონვისა და აფეთქებების შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა
CNN: ჩინეთი ირანისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდებას უახლოეს კვირებში გეგმავს
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში არსებულ ვითარებას 21 აპრილს განიხილავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics