02:32 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-14 17:34:48, 1086 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვა - პროგრამის „უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა“ მეშვეობით, დიანა ტლაშაძემ 10 წლის ნანატრი ოცნება აიხდინა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო პროგრამას - "უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა“  ახორციელებს.

აჭარის ჯანდაცვის უწყების ცნობით, სამინისტრომ, აჭარის მთავრობის მხარდაჭერით, პროგრამა გასულ წელს დანერგა და  წარმატებით ახორციელებს.

2023 წელს პროგრამის ფარგლებში:

  •  დაიბადა 7 ახალშობილი;
  •  14 ოჯახი ახალშობილის მოლოდინშია;
  •  გაიზარდა პროგრამის ბიუჯეტი და 700 000 ლარს შეადგენს;
  •  გაიზარდა დასაფინანსებლად ბენეფიციართა სარეიტინგო ქულა 300 000-მდე.

"დიანა ტლაშაძემ 10 წლის ნანატრი ოცნება სწორედ აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - "უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა“ პროგრამის მეშვეობით აიხდინა.

13 აგვისტოს სესილი დეკანაძე დაიბადა და დედის სტატუსიც ოფიციალურად მოირგო. 

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ულოცავს დეკანაძეების ოჯახს სესილის დაბადებას და ჯანმრთელობას უსურვებს მათ.

პროგრამის მიზანია, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გზით, უშვილო წყვილებისათვის სამედიცინო სერვისების დაფინანსება, აღნიშნულ სერვისზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და დემოგრაფიული მაჩვენებლის გაუმჯობესების ხელშეწყობა.

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს: https://bit.ly/3NgyOMC",- ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics