22:11 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-17 16:40:29, 1148 ნახვა

რეგიონი
„Air Baltic“ მგზავრებს ბათუმში დასვენების მიზეზებს აცნობს

ავიაკომპანია „Air Baltic“ მგზავრებს ბათუმში მოგზაურობის 10 მიზეზს უზიარებს. კომპანიის საბორტო ჟურნალში ბათუმის ტურისტული პროდუქტებისა და სერვისების შესახებ მომზადებული სტატიები ივნისი, ივლისისა და აგვისტოს პერიოდშია გამოქვეყნებული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, სტატიებში წარმოჩენილია აჭარის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტები, ქართული ტრადიციები და სამზარეულო, მათ შორისაა აჭარული სამზარეულო, ქართული სტუმართმოყვარეობა, მთისა და ზღვის ტურისტული მიმართულებები.

„ავიაკომპანია „Air Baltic“ 70-ზე მეტ მარშრუტს ანხორციელებს ბალტიისპირეთის ქვეყნების დედაქალაქებიდან ევროპის, სკანდინავიის და ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით. მათ შორისაა პირდაპირი ფრენები რიგადან ბათუმის მიმართულებით, რომელიც გასული წლის ზაფხულს პირველად შესრულდა და წელს ივლისის ბოლოდან განახლდება. ჟურნალი ,,Baltic Outlook” მგზავრებს უზიარებს ინფორმაციას საინტერესო და გამორჩეული ტურისტული პროდუქტების, ქალაქების, ქვეყნების შესახებ, აცნობს სიახლეებს მასპინძლობის ინდუსტრიიდან, სთავაზობს სხვადასხვა პროდუქტის შეძენას. ჟურნალს საშუალოდ 300,000 მგზავრი ეცნობა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics