06:49 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-05 12:12:56, 696 ნახვა

რეგიონი
ქედაში, ავთანდილ ბერიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია ჩემპიონატი ფრენბურთში გაიმართა

ქედაში, ავთანდილ ბერიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია ჩემპიონატი ფრენბურთში გაიმართა, რომელშიც მუნიციპალიტეტების ნაკრები გუნდები და ქალაქის ნაკრები გუნდი ღებულობდა მონაწილეობას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს

მერიის ცნობით, ქედის ნაკრებმა გუნდამა წარმატებით იასპარეზა და პირველი ადგილი მოიპოვა, ასევე აჭარის ფრენბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა ხათუნა გიორგაძემ ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ქედელი ლუკა არძენაძე დაასახელა.

“პირველ ადგილზე გასულ გუნდს ავთანდილ ბერიძის სახელობის თასი გადაეცა, ხოლო საპრიზო ადგილზე გასული გუნდები მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.

ფრებურთში ღია ჩემპიონატს ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე იმედა ვასაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის და ქედის რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ტურნირი ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით გაიმართა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics