13:28 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-30 17:11:23, 1339 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე სამუშაო ვიზიტით არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაემგზავრა.

აჭარის მთავრობის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორმხრივი მაღალი დონის შეხვედრები.

"აჭარის მთავრობის მეთაური შეხვედრებს გამართავს  არაბთა გაერთიანებული საამიროების მთავრობის წევრებთან. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები საჯარო და ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.

ვიზიტის მიზანს ინვესტიციების მოზიდვა, ქვეყნებს შორის ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობების გაძლიერება წარმოადგენს.

ასევე, დუბაიში იმართება ტურიზმის ინდუსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენა, სადაც  აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი იქნება წარმოდგენილი", - ნათქვამია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics