03:33 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-24 15:35:16, 1271 ნახვა

რეგიონი
ბათუმის N30 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა

ბათუმის N30 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა და სასწავლო პროცესი განახლდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათი ცნობით, განახლებული სკოლა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის განათლების მინისტრთან და ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერა.

"განხორციელდა სკოლის შიდა და ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სრულად კეთილმოეწყო სკოლის ეზო, ღია მოედანი, დამონტაჟდა ლიფტი შშმ პირებისთვის.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 1 800 000 ლარი დაიხარჯა.

აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია, 2023 წელს აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 80 სკოლას და 25 000 მოსწავლისთვის გაუჯობესდება სასწავლო გარემო",- აღნიშნულია ინფორმაციაში..





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics