21:50 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-27 16:38:39, 1178 ნახვა

რეგიონი
კასპის მერი თელიანში მოედნის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანში თანამედროვე  სტანდარტების ხელოვნურსაფარიანი მოედნის მოწყობის მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილზე გაეცნენ.

მერიის ცნობით, მოედანი ეწყობა ბეტონზე  და დაიგება ხელოვნური მწვანე ბალახის საფარი, რომელიც განკუთვნილი იქნება როგორც ფეხბურთის, ასევე კალათბურთის სათამაშოდ და აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით. 

მოეწყობა ღამის განათებაც. პროექტს ი.მ. „ვახტანგ კუჭაშვილი“ ახორციელებს და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 86 498 ლარით ფინანსდება. 

დასასვენებელი და სპორტულ-გამაჯანსაღებელი სივრცეების მოწყობა, რაც ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის დასვენებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრების საუკეთესო საშუალებაა, კასპის მუნიციპალიტეტში პრიორიტეტულია", - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ჰორმუზის სრუტეს გადაკეტავს
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics