15:12 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-21 13:41:02, 1294 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძე - საზღვარგარეთ ახალგაზრდების განათლების და სტაჟირების დაფინანსება გაორმაგდება

აჭარის მთავრობის სხდომაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ 2023 წელს, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სხვადასხვა პროგრამით საზღვარგარეთ სწავლა და სტაჟირება 400 სტუდენტს დაუფინანსდება.

,,ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ განათლების და ზოგადად ახალგაზრდული პოლიტიკის ხელშეწყობას. სულ რამდენიმე დღის წინ, გვქონდა შეხვედრა სხვადასხვა კურსის სტუდენტებთან. მათგან წამოვიდა თხოვნა, რომ კიდევ უფრო გავზარდოთ დაფინანსება საზღვარგარეთ სწავლების და სტაჟირების კუთხით. ამიტომ, მინდა ვთხოვო განათლების და ფინანსთა მინისტრებს, რომ გავითვალისწინოთ ახალგაზრდების მისწრაფება, სურვილი და გავაორმაგოთ უცხოეთში, ევროპის ქვეყნებში ახალგაზრდების განათლების დაფინანსება და მათი ხელშეწყობა" - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

განათლების მიმართულებით ბიუჯეტი ყოველწლიურად მზარდია, რაც აისახება როგორც საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე, ისე ახალგაზრდებისთვის სწავლების დაფინასებაზე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics