2015-02-07 11:28:52, 750 ნახვა
სამართალი
აბაშაში 52 წლის მამაკაცი მოკლეს
აბაშის რაიონის სოფელ კეთილარში, 52 წლის მამაკაცი მოკლეს, შემდეგ კი გაქურდეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი უკვე დაკავებულია.
უწყების ცნობით, გამოძიება განზრახ მკვლელობის, ქურდობის და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან