|
2022-12-08 16:11:42, 1561 ნახვა
რეგიონი
აჭარაში მნიშვნელოვანი ტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება
აჭარაში ახალ და საინტერესო ტურისტულ პროდუქტებზე მიმდინარეობს მუშაობა. ხიხანის ციხეზე ასასვლელი ტურისტული ბილიკისა და ქობულეთის დაცულ ტერიტორიებზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრები, საპიკნიკე სივრცეები და სამთო ველობილიკი იმ პროექტებს შორისაა, რომლებსაც რეგიონი ტურისტებს სთავაზობს. მნიშვნელოვანია, ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის მშენებლობა, რომელიც ტურისტებს ხიხანის ციხის დალაშქვრას გაუმარტივებს. ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულებულია. განახლებული ბილიკით სარგებლობას ტურისტები შემდეგი წლის ზაფხულში შეძლებენ. ქობულეთის დაცულ ტერიტორიაზე უკვე მიმდინარეობს გარემოსთან ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკების მოწყობა. შემდეგი წლისთვის კი ნაკრძალს მოსასვენებელი სივრცეები, შთამბეჭდავი ვიზუალისა და სიმაღლის გადმოსახედი პლატფორმა და ავტოპარკინგი შეემატება. ექსტრემალური და თავგადასავლების მოყვარული მოგზაურებისთვის რეგიონში კანიონინგის ორი ტურისტული მარშრუტი მოეწყო. უჩხოსა და კაპნისთავის კანიონზე ტურისტებს კასაკდოვან ჩანჩქერებზე თოკებით დაშვებისა და ულამაზესი ხეობების დალაშქვრის საშუალება აქვთ. კანიონგთან ერთად აქტიურად მასპინძლობს ვიზიტორებს ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრებიც. ავთენტური და ეკოლოგიური მასალებით დამზადებული საპიკნიკეები ასევე მოეწყო ნაკონაღვარის მთაზე და კვესაური-ძველიმთის მიმდებარედ ხარისაწოლზე. სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების მიზნით მთიან აჭარას ასევე შეემატა საფეხმავლო - საველოსიპედე ბილიკი. 5 კილომეტრიან ბილიკზე, რომელიც შუახევსა და ქედას ერთმანეთთან აკავშირებს, მცირე ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო, რაც მარშრუტზე მოსასვენებელი და რეკრეაციული სივრცეების, საპიკნიკეების, ველოპარკინგის, მოწყობას ითვალისწინებს. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელზეც აჭარაში მიმდინარეობს მუშაობა ჩირუხის ორზოლიანი ზიპლანია. 1750 მეტრი სიგრძის ზიპლაინი ჩირუხის მთაზე, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე გაკეთდება, რაც შუახევში ახალ ტურისტული მიზიდულობის ცენტრს შექმნის. ღორჯომის ხეობაში საცხენოსნო ტურიზმის განვითარების მიზნით ინფრასტრუქტურის მოწყობა შემდეგ წელს დაიწყება. უკვე მზადაა პროექტი, რომლის მიხედვითაც ხეობაში გარემოსთან ადაპტირებული ღია მანეჟის, დახურული თავლის, ამფითეატრის, ადმინისტრაციული ცენტრისა და წრიული საცხენოსნო ბილიკების მოწყობა იგეგმება. ერთ ჰექტარზე მოწყობილ ღია მანეჟში შესაძლებელი იქნება, როგორც მოყვარულების, ისე პროფესიონალების ჯირითი.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)