00:15 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-10 15:17:33, 1494 ნახვა

რეგიონი
10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა - ბათუმის სამედიცინო ცენტრში უმაღლესი საბჭოს გასვლითი სხდომა გაიმართა

10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ბათუმის სამედიცინო ცენტრში - BMC, აჭარის ა რ უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართა, სადაც მინისტრის პირველი მოადგილე მარი ზანაქიძე, სამინისტოს ,,ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფის  პროგრამის“ შესახებ მოხსენებით წარსდგა.

,,აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ პროგრამა 2017 წელს დანერგა და მისი მიზანია ფსიქიკური პრობლემების მქონე გერიატრიული პაციენტების თავშესაფრით უზრუნველყოფა, პაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის პროგრამა მხოლოდ აჭარის რეგიონში ფუნქციონირებს. მიმდინარე  წელს გაიზარდა პროგრამის დაფინანსება, ბიუჯეტი 730 750 ლარს შეადგენს და სერვისით 50 ბენეფიციარი სარგებლობს“ - აღნიშნა სხდომაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ, მარი ზანაქიძემ.

პროგრამის ბენეფიციარები არიან ხანდაზმულები, ფსიქიკური პრობლემების მქონე პირები, რომელთა მართვა სახლის პირობებში შეუძლებელია და ამავე დროს ვერ აკმაყოფილებენ სტაციონარული მომსახურების პირობებს. პროგრამით გათვალისწინებულია 24 საათიანი თავშესაფრით უზრუნველყოფა, სადღეღამისო მომსახურება სამჯერადი კვებით, პირადი ჰიგიენის ნივთებით უზრუნველყოფა, ფსიქოტროპული მედიკამენტებით მკურნალობა და სხვა სამედიცინო სერვისები საჭიროების შემთხვევაში. პროგრამის განმახორციელებელი ბათუმის სამედიცინო ცენტრია. სამინისტრო ასევე ახორციელებს „ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის“ პროგრამას, რომლის ფარგლებში 24 საათიანი სერვისი მიეწოდება 72 ბენეფიციარს.

სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე უძღვებოდა, კომიტეტის წევრებმა მინისტრის პირველი მოადგილის მოხსენება ცნობად მიიღეს. 

ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ. მსოფლიო დღის მიმდინარე წლის თემაა - „ვაქციოთ ფსიქიკური ჯანმრთელობა და კეთილდღეობა ყველასთვის გლობალურ პრიორიტეტად“. 

სხდომის დასრულების შემდეგ გაიმართა პაციენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

 









ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics