17:46 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-08-02 15:00:16, 1580 ნახვა

რეგიონი
შუახევის მერი მსოფლიო ჩემპიონს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ანრი ფუტკარაძეს შეხვდა და ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადასცა

შუახევის  მერი ომარ ტაკიძე, წარმატებულ სპორტსმენს, მსოფლიო ჩემპიონს ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ანრი ფუტკარაძეს შეხვდა. გამარჯვება პირადად მიულოცა და   ერთჯერადი ფულადი ჯილდო გადასცა.

ანრი ფუტკარაძემ, იტალიაში, ქალაქ რომში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით 17 წლამდელ მოჭიდავეთა შორის, 71 კგ წონით კატეგორიაში, ფინალში,  აზერბაიჯანელი მეტოქე  დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

ანრი ფუტკარაძე  ასევე, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ევროპისა და მსოფლიო ვიცე ჩემპიონი, სამგზის საქართველოს ჩემპიონი და  საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულია.  
ომარ ტაკიძე:-,, მინდა გამარჯვება მივულოცო ჩვენს საამაყო შუახეველ სპორტსმენს, ანრი ფუტკარაძეს.  ასეთ ახალგაზრდა ასაკში, ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შთამბეჭდავი წარმატებაა და  დარწმუნებული ვარ, მას წინ კიდევ ბევრი გამარჯვება ელის.

ანრი ფუტკარაძეს წარმატება მიულოცეს ასევე მერის მოადგილეებმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
ფოტოგრაფი ალექსანდრ შიშკო ბელარუსში საქართველოდან დაბრუნებისას დააკავეს
რეჟიმის აგენტების კანონი, წითელი ჯვრის და საფინანსო ინსტიტუტების გაცემულ გრანტებზე არ იმუშავებს
რადიკალებმა რომლებიც ბოლნისის მერიის თანამშრომლები არიან, ბიჭს აიათოლაზე დაწერილი პოსტის გამოც გაუსწორდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics