00:35 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-27 17:08:14, 1551 ნახვა

რეგიონი
კასპში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

კასპის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და პირველმა მოადგილემ დავით ქისიშვილმა დაათვალიერეს.

პროექტის ფარგლებში შეიცვლება კარ-ფანჯრები, იატაკი, სასმელი წყლის, წყალარინების და  ელექტრო გაყვანილობის შიდა სისტემები.  მოეწყობა სველი წერტილები, სამუშაო ოთახები, დერეფნები, კიბის უჯრედი, პანდუსი და შეიღებება შენობის გარე ფასადი.

შენობის რეაბილიტაციას მერიის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული ი/მ „კახა დათაშვილი“ ახორციელებს, რომლის ღირებულება 130 944 ლარია და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

შენობა გადაუდებელ რეაბილიტაციას  საჭიროებდა  და შესაბამისად სამუშაო პირობებიც არასათანადო იყო. პროექტის განხორციელება გააუმჯობესებს და ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უმნიშვნელოვანესი ფუნქციების განხორციელებას. აღნიშნულია უწყებაში





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics