04:30 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-16 11:55:52, 1052 ნახვა

რეგიონი
შუხევის მერმა წყალსაყრისა და ოლადაურის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას მერის ახალი წარმომადგენლები წარუდგინა

შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, ომარ ტაკიძე წყალსაყრისა და ოლადაურის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა და მერის ახალი წარმომადგენლები, სულიკო ბოლქვაძე და გიორგი ფუტკარაძე წარუდგინა.

ომარ ტაკიძემ ადგილობრივებს მიმდინარე წლის პრიორიტეტები, სოფლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, რომლებიც მოსახლეობის მოთხოვნისა და საჭიროების შესაბამისად დაიგეგმა და განხორციელდება.

ისაუბრა ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებზე. მიმდინარე წელს, წყალსაყრისა და ოლადაურის თემებში 1100000 ლარის ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. კეთილმოეწყობა გომის მთისა და ინწკირვეთის სოფლის ცენტრი, დასრულდება მთა შედრეკილში სასმელი წყლის მოყვანა.

სამუშაოები გრძელდება მახალაკიძეების ბაგა-ბაღის მშენებლობასა და ეზოს კეთილმოწყობაზე, მთა სანალიაზე მოეწყობა ახალი ელექტორო სისტემა, რეაბილიოტაცია ჩაუტარდება ოლადაურის ამბულატორიას. გრძელდება სოფლებში შიდასაუბნო გზების რეაბილიტაცია, ახალი გზების, მოსაცდელების მშენებლობა, მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები, სარწყავი არხების რეაბილიტაცია.

ომარ ტაკიძესთან ერთად მოსახლეობასთან შეხვედრებს მერის მოადგილეები, მირიან აბაშიძე, გურამ ზოიძე, რუსუდან შავაძე და საკრებულოს წევრები ფატი ჭაღალიძე, მურად ქათამაძე ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics