00:51 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-11 12:37:34, 1688 ნახვა

რეგიონი
აჭარაში, ორთაბათუმის მოსახლეობასთან კოვიდ19-ის ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აჭარაში, ორთაბათუმის მოსახლეობასთან კოვიდ19-ის ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 

მათივე ცნობით, ადგილობრივების შეკითხვებს ექიმი ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი პასუხობდა. პარალელურად, გამსვლელი ბრიგადების საშუალებით, მსურველებს შესაძლენლობა ჰქონდათ ადგილზე ჩაეტარებინათ ვაქცინაცია.

"შეხვედრებს აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ზურაბ თენიეშვილი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრები პროექტის – „ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს მხარს უჭერს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“. შეხვედრების ორგანიზატორია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის" მარკეტინგის სამსახური.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების პროგრამა მარტის თვეშიც გრძელდება.

200 ლარიან ერთჯერად დანამატს ავტომატურად მიიღებს 50 წლის და მეტი ასაკის ყველა ის მოქალაქე, ვინც 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება.

ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები „ბუსტერ“ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ.

ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - https://booking.moh.gov.ge/

აცრა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშეც.

COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 144 და 15 22", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics