16:10 - 16 Apr, 2026
|
2022-02-21 15:57:16, 1370 ნახვა
რეგიონი
ომარ ტაკიძე კულტურის ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა
შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, ომარ ტაკიძე, მოადგილე რუსუდან შავაძესთან ერთად კულტურის ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა. ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, შეხვედრას, კულტურის ცენტრის ადმინისტრაციული სამსახური, ცენტრთან არსებული ანსამბლის ხელმძღვანელები, ბიბლიოთეკის და მუზეუმის განყოფილებებისა და მოსწავლე - ახალგაზრდობის სახლის თანამშრომლები ესწრებოდნენ. ამასთანავე, კულტურის ცენტრის თანამშრომლებმა უახლოეს პერიოდში განსახორციელებელ აქტივობებსა და დაგეგმილ ღონისძიებებზე, არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა, ფოლკლორის ეროვნულ ფესტივალში კულტურის ცენტრთან არსებული ვოკალური და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობაზე.
აღინიშნა, რომ შუახევს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კულტურის ცენტრი ექნება, რომელიც ხელს შეუწყობს დასაქმებულთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და კულტურული ღონისძიებების ხარისხის ამაღლებას.
ომარ ტაკიძემ სამუშაო შეხვედრაზე, ახალი პროექტების, ღონისძიებების, ინიციატივების აუცილებლობასა და თითოეული რგოლისა და წარმომადგენლის სამუშაო პროცესში აქტიური ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა. კულტურის სფეროში დასაქმებულებს სამომავლო გეგმების განხორციელებაში მხარდაჭერას დაჰპირდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)