16:07 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-01 13:28:12, 800 ნახვა

რეგიონი
კასპში ჯავახიშვილის ქუჩის მოწყობა-მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს

ქალაქ კასპში ჯავახიშვილის ქუჩის მოწყობა-მოასფალტების სამუშაოები მიმდინარეობს. - ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შ.პ.ს „შარა“ ახორციელებს. 

მშენებლები ამჟამად გზის საფუძვლის და  რკინაბეტონის კიუვეტების მოწყობაზე მუშაობენ, ქუჩაზე მოეწყობა გადასასვლელებიც.  წინა მოსამზადებელი სამუშაოების დასრულების შემდეგ  კი  ასფალტის დაგებას  დაიწყებენ. 

ქუჩის რეაბილიტაციის სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მასზე 424 000 ლარი დაიხარჯება. მშენებელმა ქუჩის სრული რეაბილიტაცია, რომლის  სიგრძე 558 გრძივი მეტრია აპრილის თვეში უნდა დაასრულოს.

"კასპში  საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს 2022 წელსაც  ვაგრძელებთ.   ჯავახიშვილის ქუჩა აუცილებელ  განახლებას საჭიროებდა,  გამოვაცხადეთ სამუშაოების ტენდერი და გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები მალევე დაიწყო. პროექტის განხორციელების  შემდეგ მოსახლეობა და ტრანსპორტი კეთილმოწყობილი გზთ შეძლებს გადაადგილებას. სულ მალე სამუშაოები ცხვედაძის ქუჩაზეც დაიწყება" , - აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics