2022-01-17 17:20:33, 1383 ნახვა
რეგიონი
შუახევის თვითმმართველობის წარმომადგენლები თოვლის საფარისგან გაწმენდით ღონისძიებებში მონაწილეობენ
შუახევის თვითმმართველობის წარმომადგენლები, მერიის შესაბამის სამსახურებთან და მოხალისეებთან ერთად, თოვლის საფარისგან გაწმენდით ღონისძიებებში მონაწილეობენ. ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაბის ტერიტორიაზე, თოვლის საფარისგან გათავისუფლდა ხე-მცენარეები, საფეხმავლო ბილიკები, ტროტუარები.
ცნობისთვის, შუახევში მესამე დღეა ინტენსიურად თოვს. თოვლის საფარი დაბა შუახევში 1 მ-ია, მაღალი ზონის სოფლებში 2 მ აღწევს.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),