16:09 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-13 11:37:23, 2518 ნახვა

რეგიონი
სოფლებში COVID 19-ის ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო გააქტიურების მიზნით შეხვედრები განახლდა

აჭარი ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე და მინისტრის მოადგილე, მარი ზანაქიძე, ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტებში არსებული ეპიდემიური ვითარება და ვაქცინაციის პროცესი. შეხვედრის მონაწილეები ასევე გაეცნენ სამინისტროს 2022 წლის პროგრამულ სიახლეებსაც.

,,შეხვედრების ძირითადი მიზანია ეპიდვითარება და ვაქცინაციების მიმდინარეობდა. აჭარაში სამიზნე კონტიგენტის 85%-მდე უკვე ვაქცინირებულია. კერძოდ, ხულოსა და შუახევში მაჩვენებელი 80%-ზე მეტია, თუმცა დაისახა დამატებითი რეკომენდაციები სამიზნე მაჩვენებლის სრულად დაფარვისათვის. ასევე, სამედიცინო პერსონალს მიეწოდა ინფორმაცია, სამინისტროს 2022 წლის პროგრამული სიახლეების შესახებ და ეთხოვათ მხარდაჭერა აღნიშნული სიახლეების მოსახლეობისათვის გაცნობის მიზნით" - აღნიშნა, ნინო ნიჟარაძემ.

,,კოვიდვაქცინაცია გრძელდება შორეულ სოფლებშიც, კარდაკარის პრინციპით, ყველა ოჯახში შევდივართ ვაქცინის ჩასატარებლად. პროცესში ატიურად არიან ჩართულები უბნის ექიმები, ფიზიკური პირები, ექთნები. ვიმედოვნებთ, რომ აქტიურობა კვლავ გაგრძელდება და მალე მივაღწევთ სასურველ მიზანს" - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის შუახევის განყოფილების უფროსმა, ფიქრია ჯუმუშაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტების ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენლები, სოფლის ექიმები, თემის სამედიცინო პუნქტის ექთნები, სასწრაფოსა და რაიონული საავადმყოფოს ხელმძღვანელები, ადგილობრივი სოციალური სააგენტოს უფროსები.

დღემდე აჭარაში ჩატარებულია 302 298-ზე მეტი ვაქცინა, სრულად ვაქცინირებულია სამიზნე კონდიგენტის 85.1%.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics