17:49 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-01-05 14:32:53, 2369 ნახვა

რეგიონი
ვახტანგ მაისურაძე იძულებით გადადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს თავმჯდომარეს შეხვდა

კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე იძულებით გადადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“-ს თავმჯდომარეს იულია ხარაშვილს შეხვდა. შეხვედრა  პროექტის „ერთად ჩვენი უფლებებისთვის“ ფარგლებში გაიმართა. –  ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა მერისთვის ორგანიზაციის მიზნებისა და აქტივობების გაცნობა, ინფორმაციის გაცვლა სამომავლო გეგმებზე, თანამშრომლობის შესაძლებლობებზე, საუბარი იყო დევნილი და გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის მთავარ საჭიროებებსა და გამოწვევებზე.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა მიიღო ინფორმაცია იმ პროგრამების შესახებ, რომელსაც ასოციაცია ახორციელებს შიდა ქართლში და კერძოდ კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში.

„ასოციაცია „თანხმობა“ 1995 წლის აპრილიდან მუშაობს საქართველოში.  ორგანიზაცია შეიქმნა აფხაზეთიდან დევნილი ქალების მიერ და წლების განმავლობაში მუშაობს ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრაზე.

კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, ასოციაცია უზრუნველჰყოფს ბიზნეს განათლებასა და მცირე გრანტებს ბენეფიციარებისთვის, დევნილ ახალგაზრდებსა და ქალებს ასწავლის სასიცოცხლო უნარ-ჩვევებს.

შეხვედრას ესწრებოდნენ  ასოციაცია „თანხმობა“-ს სატრენინგო მიმართულების ხელმძღვანელი მარინა ფოჩხუა და მერიის თანამშრომელი თინათინ გეჯაძე.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics