17:30 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-12-23 16:37:32, 1021 ნახვა

რეგიონი
აჭარაში, მედიცინის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პანდემიის მართვაში ჩართული მედიკოსები დაჯილდოვდნენ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2021 წლის საქმიანობის  შემაჯამებელ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

უწყების ცნობით, დღეს აჭარაში მედიცინის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, Covid 19-ის მართვაში გაწეული განსაკუთრებული წვლილისთვის რეგიონის 34 მედიცინის მუშაკი დაჯილდოვდა.

მათივე ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ მედიცინის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი ჯანდაცვის სექტორის მხარდაჭერაა, ყოველწლიურად იზრდება სამინისტროს ბიუჯეტი და პროექტების დაფინანსება - ,,არაერთი მნიშვნელოვანი პროგრამა  განხორციელდა, რომელიც თითოეული ჩვენი რეგიონის მცხოვრების ინტერესზეა მორგებული. განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ის თავდადებული შრომა, რომელსაც კოვიდპანდემიის წინააღმდეგ ეწევა ჯანდაცვის რგოლის თითოეული თანამშრომელი. ეს არის შრომა, რასაც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე აფასებს.

ჩვენი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას ჯანდაცვა წარმოადგენს და მომავალშიც გავაგრძელებთ იმ კონკრეტული სიახლეების დანერგვას, რომელიც არცერთ ადამიანს შესაბამისი მზურვენველობის გარეშე არ დატოვებს".

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. გაიზარდა ბენეფიციართა რაოდენობა და ასევე, დაფინანსების მოცულობა. გაიზარდა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დაფინანსება. გაორმაგდა ტყვიის კვლევების დაფინანსება. გაიზარდა ბავშვთა სამედიცინო და სოციალური პროგრამების დაფინანსება.

2021  წელს პირველად, 3 პაციენტს, უცხოეთის სამედიცინო დაწესებულებებში დაუფინანსდა გულის გადანერგვა.

მედიცინის მუშაკთა დღე ყოველი წლის 23 დეკემბერს 1996 წლიდან აღინიშნება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იასამნების ყვავილობის დღეები დაიწყო
კალაძე - ახლა მიხვდნენ ხომ, არჩევნები რომ მნიშვნელოვანია?! - ხალხმა, ყველაფერი კარგად იცის, ვინ ვინ არის
კალაძე: რატომ გინდათ ყველაფერში ცუდი ეძიოთ? აბასთუმანში თვითმფრინავების გამონაბოლქვი პრობლემას ქმნიდა
სელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics