|
2021-12-09 15:36:02, 1067 ნახვა
რეგიონი
ექიმმა ნიკა კაჭარავამ, სოფელ ბოლნისის მოსახლეობასთან ვაქცინებსა და ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გამართა
გაეროს განვითარების პროგრამისა( UNDP Georgia) და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) საერთო ინიციატივის ფარგლებში, სოფელ ბოლნისსა და მამხუტში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებისა და ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები მოეწყო, - ინფორმაციას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, საინფორმაციო შეხვედრებზე რეანიმატოლოგ- ანესთეზიოლოგმა ნიკა კაჭარავამ მოქალაქეებს ვაქცინაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, მათ დასმულ კითხვებს უპასუხა და მოსახლეობას სამ ენაზე, ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე მომზადებული საინფორმაციო ფლაერები დაურიგა. უწყების ინფორაციით, შეხვედრის შემდგომ, ექიმმა ნიკა კაჭარავამ, ვაქცინაციის მსურველები „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ფირმის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინებით აცრა. ამასთანავე, საინფორმაციო სახის შეხვედრა სოფელ მამხუტშიც გაიმართა.
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)