|
2021-12-09 10:34:10, 929 ნახვა
რეგიონი
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში სასათბურე მეურნეობა შეიქმნა
სოფელ ფარცხანაყანევში კომპანიამ „კოპიტნარის სასათბურე“ მეურნეობა 20 000 კვმ-ზე მოაწყო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სათბურის მოსაწყობად, 2,5 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის, შეღავათიანი აგროკრედიტი 1 მლნ ლარს აჭარბებს, ხოლო 39,000 ლარი გრანტია. სასათბურე მეურნეობაში, სეზონურად, 50 ადამიანია დასაქმებული. ამჟამად, სათბურში მწვანილის კრეფა მიმდინარეობს, პროდუქციის რელიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება. „სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმი გულისხმობს, ერთი მხრივ, გრანტს, რომ მეწარმეებს ჰქონდეთ სტიმული, დაიწყონ წარმოება და მეორე მხრივ, მათ თანამონაწილობას სესხის ნაწილში, სადაც სახელმწიფო პროცენტის სუბსიდირებას 4 წლის განმავლობაში ახდენს, რაც მეწარმეებს, საქმიანობის დაწყების პირველ წლებში, საფინანსო წნეხისგან ათავისუფლებს“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა, რომელიც კოპიტნარის სასათბურე მეურნეობაში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. "დღეის მონაცემებით, სოფლის განვითარების სააგენტოს საგრანტო პროგრამების ფარგლებში, სასათბურე მეურნეობის მოწყობის მიზნობრიობით თანადაფინანსება 6.8 მილიონ ლარს აღემატება. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სასათბურე მეურნეობების შექმნისა და განვითარების მიმართულებით გაიცა 106 მლნ ლარის ღირებულების 1300-ზე მეტი სესხი, სააგენტოს მიერ გაცემული თანადაფინანსება 16 მლნ ლარზე მეტია“, - წერია ინფორმაციაში.
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)