03:42 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-31 16:40:19, 456 ნახვა

პოლიტიკა
ტყემალაძე: უმრავლესობა პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურას არ შესთავაზებს

საპარლამენტო უმრავლესობა პრეზიდენტს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატურას არ შესთავაზებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზურაბ ტყემალაძემ, კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც ტყემალაძემ განმარტა, სხდომაზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურებზე საუბარი არ ყოფილა. 

"უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა პრეზიდენტის მხრიდან არის დასასახელები. როგორც იცით, მას ეს ჯერ არ გაუმჟღავნებია. უმრავლესობა კანდიდატის შეთავაზებას არ აპირებს. რაც შეეხება კრიტერიუმებს, მათზე პრეზიდენტთან უკვე იყო საუბარი“, - განაცხადა ზურაბ ტყამალაძემ.

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე კონსტანტინე კუბლაშვილს უფლებამოსილების ვადა თებერვალში ეწურება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics