16:09 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-28 10:27:37, 393 ნახვა

პოლიტიკა
ვახტანგ გომელაური ოფიციალური ვიზიტით რიგაში გაემგზავრა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ოფიციალური ვიზიტით რიგაში იმყოფება.

უწყების ინფორმაციით,  მინისტრი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

შეხვედრაზე  ისეთ საკითხებს განიხილავენ, როგორიცაა მიგრაციული ნაკადების მართვა, რეფორმები სამართალდაცვით სფეროში, ტერორიზმის სამართლებრივი ასპექტები და პერსონალურ მონაცემთა დაცვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია სამართალდაცვით სფეროში ევროინტეგრაციის კუთხით სამინისტროში განხორციელებული რეფორმების შესახებ მოკლე მოხსენებით წარსდგება.

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მინისტერიალის ფარგლებში ასევე ევროპელ კოლეგებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.   აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა 2013 წელს ლუქსემბურგში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ამჟამინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის სააღდგომო შეთავაზებები
რკინიგზას თბილისი-ქუთაისის მიმართულება დაემატება
ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics