00:56 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-05-31 10:19:56, 8194 ნახვა

სხვადასხვა
„სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ ტექნიკა მარცვლოვანი კულტურების მოსავლის აღებაში სრულად ჩაერთვება

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი  მოადგილე ოთარ შამუგია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო  სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. მარცვლოვანი კულტურების მოსავლის და სასილოსე მასის აღების სამუშაოების შესასრულებლად „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ ტექნიკა სრულ მზადყოფნაშია.

ოთარ შამუგია რეგიონში „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკის და სერვისების კომპანიის“ დირექტორთან, შოთა ჯოგლიძესთან  და დედოფლისწყაროს მერთან, ნიკოლოზ ჯანიაშვილთან  ერთად იმყოფებოდა.

შოთა ჯოგლიძის განცხადებით, მარცვლოვანი კულტურების მოსავლის ასაღებად კომპანიის 100 ერთეული კომბაინია მობილიზებული. საშემოდგომო სამუშაოებისათვის  სრულ მზადყოფნაშია 300 ერთეული სხვადასხვა დანიშნულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა.

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში  მოქმედი „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ პროგრამით, 1,25-დან 10 ჰა მიწის ნაკვეთის მფლობელებსა და თანამესაკუთრეებს ხვნის მომსახურების მიღება „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის“  სერვისცენტრებში შეუძლიათ. ხვნის მომსახურების საფასური 1 ჰა-ზე აგრობარათზე დარიცხული 150 ქულაა.

სოფლის მეურნეობის ლოგისტიკის და სერვისების კომპანია, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, აგროვადების დაცვით ემსახურება ფერმერებსა და მიწათმოსარგებლეებს.  მომსახურება მოიცავს ხვნის, თესვის, ჰერბიციდებით ნათესების დამუშავების, კულტივაციის, ფარცხვის, მინერალური სასუქების შეტანის  და მოსავლის დროულად და უდანაკარგოდ აღების სამუშაოებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics