2026-02-26 12:57:37, 2399 ნახვა
სამართალი
ქობულეთი ბათუმის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიაში გარდაცვლილები ჯარიკაცები არიან
ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას თავდაცვის ძალების ორი სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილები არიან: მძღოლი კაპრალ სპეციალისტი ლევან აშორტია და კაპრალი ლავრენტი მაკარაძე.
"თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაუგრძნობს გარდაცვლილი სამხედროების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს"- დაწერა უწყებამ.
ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა - ერთმანეთს სატვირთო მანქანა და ავტობუსი შეეჯახა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 ე მე-6 ნაწილით მიმდინარეობს.
ავარიის ფოტოს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,