17:30 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-16 11:42:34, 1188 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსებმა უკრაინას 112 დრონით შეუტიეს - დაზარალდა 7 ოლქი, არის მსხვერპლი

რუსებმა უკრაინას Shahed-ისა და სხვა ტიპის 112 დრონით შეუტიეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 73 დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, დილის 9:00 საათის მონაცემებით, ქვეყნის აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ, სამხრეთ და ცენტრალურ ნაწილებში Shahed-ისა და სხვა ტიპის 73 თავდასხმის უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდება დადასტურდა, 36 დრონი კი, უარყოფითი შედეგების გარეშე, ლოკალურად დაიკარგა.

თავდასხმის შედეგად დაზარალდა ხარკოვის, ოდესის, ჟიტომირის, ჩერნიგოვის, ნიკოლაევისა და კიევის ოლქები.

ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკში რუსული უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა.

ამასთან, კიევის ოლქში ჩამოგდებული რუსული დრონების ნამსხვრევების შედეგად, ორ რაიონში ადმინისტრაციული შენობა, საცხოვრებელი შენობა, მაღაზია და საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა. აღნიშნულ ადგილებზე გადაუდებელი დახმარების სამსახურები მუშაობენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics