19:16 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-11 12:08:35, 3436 ნახვა

კულტურა
თოჯინების თეატრში 13 მარტს სპექტაკლის „13...თიბათვისა“ პრემიერა გაიმართება

ქ. თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიულ სახელმწიფო თეატრში 13 მარტს, 20:00 საათზე, გაიმართება პრემიერა სპექტაკლისა „13...თიბათვისა".

ეს გახლავთ ერთმოქმედებიანი დადგმა, რომელიც თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის თავისუფალი თეატრალური პროექტების ფარგლებში განხორციელდა და იგი 13+ ასაკის მაყურებლისთვისაა განკუთვნილი.

პიესა, რეჟისურა, სცენოგრაფია და  მუსიკალური გაფორმება – გურამ მაცხონაშვილი. სპექტაკლის ტექნიკური რეჟისორი - თამარ მედოევი.

სიზმრისა და ცხადის, ხელშესახებისა და ილუზიის, ამბოხისა და კონფორმიზმის, სიცოცხლისა და სიკვდილის ზღვარზე მდგომი პერსონაჟები ცდილობენ, მაყურებელიც თავისკენ გადაქაჩონ და სიურელიზმის საბურველში გაახვიონ, გაუთლელი პირდაპირობით დაახვიონ თავბრუ და მათი დახმარებით აამოქმედონ დროის მანქანის ძრავა - ეს შესაძლებელს გახდის კოლექტიურ მოგზაურობას თბილისის წარსულში - შეცდომებით დაბინძურებული ქალაქის ქუჩებში.

13 ივნისის მოვლენები, ამ მოვლენებით დაზარალებული ადამიანები დროის სვლასთან ერთად კარგავენ აქტუალურობას და ადგილს „მოკლე მეხსიერების ნაგავსაყრელზე" იკავებენ. რას გრძნობ, როცა წყალი გფარავს, როცა მას შენი სურვილების საწინააღმდეგო მიმართულებით მიჰყავხარ? რა იგრძნეს ცხოველებმა, როცა წყალმა სახლები დაატოვებინა და რა იგრძნეს ბავშვებმა, რომლებსაც საყვარელი ცხოველები აღარ დაუხვდათ იქ, სადაც მათი ტრადიციული შეხვედრის ადგილი იყო.

სპექტაკლის ძირითადი სიუჟეტური ხაზის პარალელურად, „თეატრის მაღალი სცენიდან" ფემინიზმზე, პატრიარქატზე, მშრომელთა უფლებებსა და ურბანულ პრობლემებზე  გველაპარაკებიან.

პერსონაჟები ცდილობენ მოგვიხაზონ ის უსასრულო წრე, რომელზეც დიდი ხანია ხელჩაკიდებულები დავდივართ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics