13:11 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-23 20:51:54, 4643 ნახვა

სპეციალური ანონსი
შინაგან საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან, დუნია მიატოვიჩთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყებიც ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა განიხილეს ბოლო წლების განმავლობაში ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით სამინისტროს პოლიტიკა.

„ვახტანგ გომელაურმა ყურადღება გაამახვილა დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ჩატარებულ ღონისძიებებზე, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა კომპეტენციისა და კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მადლობა გადაუხადა საქართველოში დემოკრატიული პროცესების მხარდაჭერისთვის.

შეხვედრას ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის დირექტორის მოადგილე - კლაუდია ლემი, კომისრის მრჩეველი - ოლენა პეტსუნი და ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი - ირაკლი გივიაშვილი დაესწრნენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
დღეს აღდგომაა - ქრისტე აღდგა!
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics